News

#OK! HOME VISION-ის ახალი შოურუმი

იტალიური ავეჯის Home Vision-ის ახალი შოურუმი დიღომში, მისამართზე აღმაშენებლის ხეივანი 1 კილომეტრი, გაიხსნა.

კომპანია „ბოგაჩო ჯორჯიამ“ ქართველი მომხმარებლის ნდობის მოპოვება და შენარჩუნება დაარსების დღიდან, 2017 წლიდან მოახერხა და დღემდე მხოლოდ ხარისხიანი პროდუქტით ემსახურება ვიზიტორებს. პროდუქციისადმი მზარდი ინტერესის გამო, კომპანიამ გადაწყვიტა გაფართოება და 2020 წელს ახალ შენობაში გადავიდა.

მაღალი ხარისხის ავეჯი, რომელიც Home Vision-ის ახალი შოურუმშია წარმოდგენილი, წამყვან ქარხნებში მზადდება, დამზადების სრული ციკლი იტალიაში ტარდება და ყველა მათგანი 100%-ით იტალიურია.

„აუცილებლად დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რა მასალით მზადდება ავეჯი, რომელ საღებავს გამოიყენებს მწარმოებელი და რამდენად აკმაყოფილებს ეს ყველაფერი  ეკოსტანდარტებს, რამდენად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის“ – გვიამბობს კომპანიის დამფუძნებელი ლ.ა.

უმაღლესი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას, რომელიც შოურუმშია წარმოდგენილი, მწარმოებლის მხრიდან გარანტია აქვს.

კლიენტის მოთხოვნით, კომპანია ავეჯის წარმოების სერტიფიკატსაც გასცემს.

ფოტო შოურუმიდან

სავარძელი, მაგიდა და სანათი Tonin Casa

კედლის სანათი − MMLampadari

ჭაღი − Euroluce Effect by Twenty Brand Design

Designer Michele Losito

Archiproducts Design Awards 2020 პრემიის ნომინანტი

მაგიდა და სკამები − Tonin Casa

ერთ ზონაში ბრენდების კოლაბორაცია:

დივანი − Prianera

ნატურალური მარმარილოს მაგიდა − Prianera

ხელნაკეთი ხალიჩა − Tonin Casa

ჭაღი − MMLampadari

შოურუმში თანამედროვე დიზაინერებისა და კლასიკური ჭაღების, სანათებისა და სხვადასხვა დეკორატიული განათების დაახლოებით 100 კოლექციაა. სხვადასხვა ფერის ბროლი და Swarovski-ს კრისტალები, მურანოს მინა, ოქრო, ვერცხლი, ბრინჯაო, ქრომი − ეს ის მასალაა, რითაც შოურუმში წარმოდგენილი ჭაღებია დამზადებული.