Brokis – განათება Knot ø 50სმ
₾19,700.00
ჩეხური დიზაინერული პრესტიჟული ბრენდის Brokis-ის კოლექცია Knot მუდმივად დიზაინერების ყურადღების ცენტრშია და ერთ-ერთ ფავორიტ კოლექციას წარმოადგენს დახვეწილი და თანამედროვე სივრცეებისთვის. დიდებულად დაკიდებული ნათურების კოლექციში, ერთმანეთს კონტრასტს უწევს ორი განსხვავებული მასალა, ორ განსხვავებული ცნება: ნაზი გამჭვირვალე ხელნაკეთი მინა, უხეში თოკის სიმკაცრის წინააღმდეგ. შედეგად მიღებული დიზაინი გასაოცარი, შთამბეჭდავი და ამავე დროს დაუვიწყარია. სხვადასხვა ფორმისა და ზომის ოვალები, წრეები გაერთიანებულია თოკის საშუალებით, რომელიც მთავრდება კოლექციის მთავარი დიზაინის ელემენტით – კვანძით – რომელიც თითქოს შუშის ძირს შიგნით ითრევს გასაოცარი პლასტიკური ეფექტისთვის. LED სინათლის წყარო დამზადებულია ნაჭედი ლითონისგან და დაცულია ქვემოდან ხელნაკეთი ოპალის დიფუზორით. მოთხოვნადი განათება წარმოდგენილია შოურუმში მხოლოდ ერთი ცალი, 500/60სმ ძირზე დამაგრებული, 1) 30/30სმ, 2) 18/29სმ, 3) 30/14,5სმ სფეროებით დაბურული-ნაცრისფერი გამჭვირვალე მინით . მაღალი კლასის ხელნაკეთი განათების ფასი ადგილზე გახლავთ 19700ლარი. შესაძლებელია სხვადასხვა კომბინაციების შეკვეთა, ფერების და ზომის ცვლილება. შესაკვეთად გვეწვიეთ შოურუმში.