Decoration, Design trends, Furniture, Inspiration, interiordesign, News

Cashback ინტერიერის დიზაინერის მომსახურებაზე შოურუმისგან Home Vision.

დღევანდელ სამყაროში, სადაც ესთეტიკა ერწყმის ფუნქციურობას, ინტერიერის დიზაინის ხელოვნება ჩამოყალიბდა, როგორც ინოვაციებისა და სტილის სიმბოლო.
ინტერიერის დიზაინი ბევრად უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ ავეჯის განლაგება, ან ფერთა პალიტრის შერჩევა. ეს არის ბალანსი ფორმასა და ფუნქციას შორის, სადაც თითოეული ელემენტი კონკრეტულ მიზანს ემსახურება და ხელს უწყობს ყველაფრისმომცველი საცხოვრებლის შექმნას.

ინტერიერის დიზაინერები კორპორატიულ და ორგანიზაციულ კლიენტებს თავიანთ სივრცეში ახალი სიცოცხლის წარმოშობაში ეხმარებიან.
ისინი მუშაობენ სახლის მფლობელებთან, რათა დაეხმარონ იმ სტილის შერჩევაში, რომელიც დააკმაყოფილებს მათ საჭიროებებს, შეუქმნის მათზე მორგებულ ექსკლუზიურ საცხოვრებელს ინდივიდუალური გადაწყვეტილებების ხარჯზე და დაეხმარება ცვლილებებთან და რემონტთან დაკავშირებული სტრესის არიდებაში.

სწორედ ამიტომ, ევროპული მულტიბრენდული შოურუმი Home Vision მომხმარებელს სთავაზობს კომპლექსურ მიდგომას და საჩუქრად შოურუმის პარტნიორი დიზაინერული კომპანიის მომსახურებაზე ლოიალობის cashback პროგრამას.

დიზაინერის მომსახურებით დაინტერესებულ დამკვეთებს პირველ ეტაპზე ვთავაზობთ სივრცის სტილისტურ დაგეგმარებას:

  1. პროექტირებისთვის ტექნიკური დავალების გაფორმება და კონსულტაცია;
  2. შენობის აზომვა, ფოტო-ფიქსაცია, ობიექტის შესწავლა;
  3. დაგეგმარებითი გადაწყვეტილება ავეჯის და ტექნიკის განთავსებით;
  4. განხილვები და კორექტირებები;
  5. დამკვეთთან შერჩეული დაგეგმარების ვარიანტის შეთანხმება;
  6. სივრცის სტილისტური გადაწყვეტილების ანალიზი (დასაშვები მასალების ვარიანტების და ინტერიერის ელემენტების შერჩევა.);
  7. მომავალი ინტერიერის კონცეფციის შეთანხმება დამკვეთთან.

ამ ყველაფერს აუცილებლად თან ახლავს პროექტის გეგმა, იმისთვის, რომ მომხმარებლისთვის ვიზაულურად ადვილად აღსაქმელი იყოს რა სამუშაო ჩატარდა და ამ ეტაპზე რატომ ხდება გადახდა.

მეორე ეტაპი მოიცავს ვიზუალიზაციას:

  1. ძირითად ნაგებობათა ვიზუალიზაცია;
  2. განხილვა, კორექტირება;
  3. დამკვეთთან ესკიზების შეთანხმება.

მესამე ეტაპზე ვქმნით სამუშაო ნახაზებს:

  1. ტიხრების მონტაჟის გეგმა კარების და ფანჯრების ღიობების მარკირებით;
  2. იატაკის გეგმარება, ზედაპირის და მიმართულების მითითებით;
  3. პლინთუსის დაგების გეგმა;
  4. ჭერის გეგმარება, გამოყენებული მასალის ტიპის მითითებით;
  5. ელექტროობის და განათებების განთავსების გეგმა, რომელშიც შედის ჩამრთველების განთავსების გეგმა ბრების დაერთების მითითებით, როზეტების და ელექტრო წერტილების გეგმა. (ზომები,სიმაღლე);
  6. ავეჯის განთავსების სქემა, ზომებით;
  7. სანტექნიკის და გათბობის განთავსების გეგმა;
  8. ნაგებობის მოპირკეთების გეგმა.

საჭიროების შემთხვევაში, ასევე გაკეთდება კედლის პანელებისა და კედლების შეღებვის გეგმა. ჭერზე დამონტაჟებული მოლდინგების და დეკორის გეგმა.

მეოთხე ეტაპზე ვახდენთ დიზაინ-პროექტის განხორციელებისათვის საჭირო ავეჯის, განათებისა და მასალების კომპლექტაციას, რაც მოიცავს შემდეგ პუნქტებს:

  1. პერსონალური საორიენტაციო დაანგარიშება. ამ დაანგარიშებაში შედის ავეჯი სრულად, მოსაპირკეთებელი მასალები (გათბობის ხელსაწყოები, სანტექნიკა, განათება, ელექტროფურნიტურა, საყოფაცხოვრებო ტექნიკა, შპალერი, ფილები, საღებავი, დეკორატიული გალესვა, იატაკის ზედაპირი და ა.შ);
  2. დიზაინ-პროექტის განხორციელებისათვის საჭირო მომწოდებლების მოძიება;
  3. განაცხადის გაგზავნა არაუმეტეს ორისა, რომელშიც იქნება ინფორმაცია კომპონენტების მოწოდების ვადებისა და ფასების შესახებ;
  4. საჭიროების შემთხვევაში დამკვეთთან ერთად მომწოდებლების სალონებში გასვლა ნივთების შერჩევის მიზნით.

5 ეტაპი: დეკორირება:
ოთახის დეკორირება. აქსესუარების შერჩევა (ნახატები, ჭურჭელი, ტექსტილი, ხალიჩები, ფარდები).