Pure White Tea 3-1-ში სარეცხი საშუალება 1ლ
₾120.00
რატომ უნდა ავირჩიოთ ფრანგული 120 წლიანი არომტების სახლის სარეცხი საშუალება 3-1-ში? Maison Berger Paris-ის სარეცხი საშულება – ერთი პროდუქტი, რამდენიმე მოქმედება, ყოვლისმომცველი გადაწყვეტა თქვენი ყოველდღიური ცხოვრების გასაადვილებლად! ფრანგული სარეცხი საშუალება ყველაფერს აკეთებს ერთ რეცხვაში! აღმოაჩინეთ 3 სარგებელი, რომელსაც გთავაზობთ ერთი პროდუქტი:
1/გარეცხვა – ტანსაცმელი გარეცხვის შემდეგ სუფთა გამოდის სარცხის მანქანიდან. უპირველეს ყოვლისა, სარეცხის საშუალებამ კარგად უნდა გარეცხოს თქვენი ტანსაცმელი და თეთრეული, შეძლოს გაუმკლავდეს დასუფთავების ყველაზე რთულ გამოწვევებს. ჩვენი სარეცხი საშუალება 3-1-ში ეფექტურია დაბალ ტემპერატურაზეც, 30°C-დან. სპეციალურად შექმნილია იმისთვის, რომ თქვენი ტანსაცმელი იყოს დელიკატურად მოვლილი და გაქრეს ჩამჯდარი ლაქები. ცელულაზაზე დაფუძნებული ფორმულირების წყალობით, ნაზი ფორმულა რეცხვის დროს არ აზიანებს ტანსაცმელს. ფერმენტები აღწევს ბოჭკოების გულში და აშორებს ყველა კვალს: ღვინოს, ცხიმს, შოკოლადს, ხელით დამუშავების გარეშე!
2/ დარბილება – თქვენი სარეცხი დარბილებულია.
სარეცხის კარგად გარეცხვა მნიშვნელოვანია, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ გააკეთოთ ბევრად მეტი, ვიდრე უბრალოდ გაწმინდოთ თქვენი ტანსაცმელი. დამარბილებელი პირდაპირ ინტეგრირებულია ჩვენს სარეცხ საშუალებაში 3-1- ში, ასე რომ აღარ არის საჭირო მეტის დამატება! თქვენი ტანსაცმელი, თეთრეული და პირსახოცები ყოველი გარეცხვის შემდეგ შეხებისას რბილი და სასიამოვნო იქნება. განსაკუთრებით რბილი სარეცხის საიდუმლო? ცელულაზა, ფერმენტი, რომელიც ინარჩუნებს და არბილებს ბოჭკოებს, ხელს უშლის ტანსაცმლის გაუხეშებას.
3/ არომატიზაცია – შენი სარეცხი სურნელოვანია.
ზოგჯერ სუნი რჩება გარეცხვის შემდეგ…მაგრამ ჩვენი სურნელოვანი სარეცხი საშუალებით, თქვენს ტანსაცმელს ექნება ხანგრძლივი, ინტენსიური სურნელი პირველივე გამოყენებისთანავე! არ არის საჭირო დამატებითი სარეცხი არომატის ყიდვა. როგორც სახლის არომატების ექსპერტებს, Maison Berger Paris-ს შეუძლია გააფართოვოს არომატიზაციის გამოცდილება მთელ თქვენს სახლში! უკვე ხელმისაწვდომია 5 სუნამო: ძვირფასი ჟასმინი, სუფთა თეთრი ჩაი, აღმოსავლეთის ხავერდი, ლოლიტა ლემპიკა და Home Sweet Home. არომატი ვრცელდება ბოთლის გახსნისთანავე, რეცხვისა და გავლების ციკლის განმავლობაში, ასევე გაშრობის დროს და შემდეგ. ეს ყველაფერი მიკრო-ინკაფსულაციის ტექნოლოგიის წყალობით. საკმარისია გაააქტიუროთ სარეცხი მანქანა და ისიამოვნოთ იდეალურად სუფთა, რბილი და დელიკატური სურნელოვანი ტანსაცმლით ჩვენი სარეცხი საშუალებით 3-1 – ში!