BLUMARINE
BLUMARINE წარმოადგენს იტალიურ მაღალი კლასის თეთრეულის და სახლის დეკორაციის ბრენდს, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და ნატურალური ქსოვილების გამოყენებით. ორი ბრენდის BLUMARINE -ისა და SVAD DONDI -ის ერთობლივი ძალისხმევით ხორცი შეესხა დიზაინერული თეთრეულის კოლექციას, რომელშიც ინტერიერის დიზაინერი ANNA MOLINARI ფოკუსირდა ქალურობის, ელეგანტურობისა და მდუმარე მაცდუნებლობის რომანტიკულ იდეალების ხაზგასმაზე.
პროდუქციის ასორტიმენტი მოიცავს საძინებლის თეთრეულის კომპლექტებს დახვეწილი ყვავილების და ველური ცხოველების მოტივებით, ხელმისაწვდომია მაღალი ხარისხის ქსოვილების ფართო ასორტიმენტში: პერკალე, ატლასი, ბამბა, აბრეშუმი, მაქმანი, ტილო და მაკრამე, აბაზანის პირსახოცები, პლაჟის პირსახოცები და მაგიდის თეთრეული.
SVAD DONDI აწარმოებს ინტერიერის დიზაინსა და სახლის მოსაპირკეთებელ ქსოვილებს ბოლო 25 წლის განმავლობაში BLUMARINE-ს ლიცენზიით, ძვირადღირებული პროდუქტების ხაზებით, რომლებიც ხასიათდება იგივე გამორჩეული ხელწერით და იტალიური ოსტატობის სრულყოფილებით.